3 დღიანი ტური კახეთში

დილით ადრე გავემგზავრებით კახეთის რეგიონში რომელიც ცნობილია თავისი მეღვინეობით.  

თელავისკენ მიმავალ გზაზე ვესტუმრებით ძველი შუამთის შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსს და ახალ შუამთის დედათა მონასტერს. სადილი თელავში.

შემდეგ გავემგზავრებით მე-11 საუკუნეში აგებულ,საქართველოში სიდიდით მეორე, ალავერდის ტაძარში. დღის ბოლოს ღვინის დეგუსტაცია შატო შუხმანში. ვახშამი და ღამისთევა ასევე შატო შუხმანში.  

მეორე დილით მოვინახულებთ მე-16 საუკუნეში აგებულ გრემის მონასტრს. გრემიდან გავემართებით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ალაზნის ველზე. შუადღისას ვესტუმრებით შატო ყვარელს. აქ გაიმართება ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი. ღამისთევა შატო ყვარელში.

შემდეგ დღეს გავემართებით კარდენახისკენ, სადაც მოვინახულებთ ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის მარანს. მარანს ხელმძღვანელობს ჩვენი მეღვინე ბატონი ჰილარიუს პუტცი, რომელიც გაუძღვება ღვინის დეგუსტაციას. შემდე მოვინახულებთ სიღნაღს. აქვე დაგეგმილია სადილი. საღამოს გავემგზავრებით ბოლნისისკენ.