Bolnisi und Umgebung

bolnisi-kriche_IMG_7130_web

 

ბოლნისის შემოგარენი მდიდარია გამორჩეული ღირსშესანიშნაობებით, რომელთა სათითაოდ მონახულებაც ნამდვილად ღირს.

·            არახლოს და დმანისის არქეოლოგიური სამარხები _ მთელ ევრაზიაში  ერთერთი უმნიშვნელოვანესი  პირველყოფილ ადამიანთა წინარეისტორიული ნაქალაქარები,

·            სიონის, წუღრუღაშენის, სამშვილდის და ბირთვისის ეკლესია-მონასტრები,

·            საყდრისის პირველი ოქროს მაღარო მსოფლიოში,     2013_01_aruchlo_IMG_6241_we

wardsia_web

·            ეკლესია-მონასტრები სომხეთის ალავერდში _ ოძონი, ჰაგფატი და სანაჰინი,

·            ვარძია _ ცნობილი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ავტომანქანით სულ რაღაც  ერთი საათის სავალზეა დედაქალაქ თბილისიდან.

 

სიამოვნებით ვაწყობთ ერთდღიან ექსკურსიებს ნებისმიერი მსურველისთვის  შემდეგი მიმართულებით:

  • ექსკურსია სომხეთის ალავერდში: ჰაგფატის  და სანაჰინის მონასტრები, ოძონის საკათედრო ტაძარი.
  • ექსკურსია ბოლნისის შემოგარენში: დმანისის არქეოლოგიური სამარხები, სიონის ეკლესია ძველ ბოლნისში, წუღრუღაშენის მონასტერი და სხვა.
  • ექსკურსია ვარძიაში:  ახალციხე, სამონასტრო კომპლექსი ვარძია, ფოკის მონასტერი.
  • ექსკურსია თბილისში: მუზეუმები და ქალაქის ღირსშესანიშნაობები.
  • ექსკურსია კახეთში: გომბორის უღელტეხილი, ძველი შუამთა, იყალთო, ალავერდის საკათედრო ტაძარი, თელავი, სიღნაღი.
  • ექსკურსია დავითგარეჯში, ლაშქრობა კლდეში ნაკვეთ უდაბნოს მონასტრისკენ.

ექსკურსიებს გთავაზობთ მცირე ჯგუფებისთვის ( 6 კაცამდე) მაღალი გამავლობის ავტომანქანებით  გერმანულ-ინგლისურ-რუსულენოვანი მძღოლით, ანდა უფრო დიდი ჯგუფებისთვის მიკროავტობუსებით გერმანულ-ინგლისურ-რუსულენოვანი გიდით.

განრიგთან და ფასებთან დაკავშირებით იკითხეთ ჩვენს მისაღებში.