ჩვენს შესახებ

გერმანელ მეწარმეს, ახიმ დეპტას ყოველთვის უნდოდა, რომ საკუთრებაში ჰქონოდა ძველი ისტორიული ნაგებობა, რომელსაც თანამედროვე ტექნიკით და აღჭურვილობებით მოაწყობდა.

მან არჩევანი შეაჩერა ბოლნისზე, საკუთარი მეუღლის, ხათუნას – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ლინგვისტის, დედის სამშბლოზე. ძველი წისქვილის ნაგებობას ძირეულად გაუკეთეს რესტავრაცია. დღეს ის გარედან ძველებურად, ტრადიციულად  გამოიყურება, შიგნით კი მოდურ გარემოსა და უახლეს ტექნიკას გვთავაზობს. ახიმ დეპტა საკუთარ ბოლნისელ ნათესავებთან ერთად 2013 ახალი წლიდან უძღვება სასტუმროსა და რესტორან გერმანულ წისქვილს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მისამართია  მთელ საქართველოში.