შემოთავაზებები თავისუფალ დროს

webseite_freizeitangebote2013 წლის გაზაფხულიდან ჩვენ, ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ, თავისუფალი დროის გასატარებელ, მთელ რიგ საინტერესო საშუალებებს. მათ შორის:

  • ველოსიპედებს,
  • კუადროციკლებს,
  • კანოებს და ანკესებს სათევზაოდ.

Kloster Pitareti |Pitareti Monastery|   ამას გარდა ბოლნისის რაიონი საშუალებას იძლევა რომ მოინახულოთ და დალაშქროთ რეგიონი. ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ რჩევებს, ასევე სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ იყოლიოთ გამყოლი/გიდი.

სამომავლოდ იგეგმება სხვა გასართობი საშუალებები.

მყუდრო ვახშამი სოფელ რაჭისუბანში ბიძია ოტოსთან:

Bolnissi, Niederkartlien, Georgien |Bolnisi, Kvemo Kartli, Georgia|ჩვენ გვიმასპინძლებს ბატონი ოტო თავისი ლამაზი ოჯახით სოფელ რაჭისუბანში, რომელიც მდებარეობს ბოლნისთან ახლოს. ჩვენ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ტიპიური ქართული ოჯახი, დააგემოვნონ სახლში დამზადებული ღვინო და ჭაჭა. საღამოს გაიმართება ვახშამი სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან მრავალფეროვანი ტრადიციული ქართული კერძები.

 

ჩვენი სასტუმროს სტუმრებს ასევე ვთავაზობთ ერთდღიან დასვენების ტურებს სპეციალურად აღჭურვილი მერსედესის ფირმის მაღალი გამავლობის მანქანით

- სამშვილდის და ხრამის ხეობის მიმართულებით

ჩვენი მანქანით მიგვყავს სტუმრები ხრამის ხეობამდე. სტუმრებს ეძლევათ არჩევანი  მანქანით გააგრძელონ გზა სამშვილდემდე ან აირჩიონ ფეხითსავალი ბილიკით (არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის) გიდთან ერთად ხრამის ხეობის გავლით ავიდნენ სამშვილდის ციხე-სიმაგრემდე. აქ წარმოდგენილია როგორც ჩ.წ.აღ მე-4 და მე-3 საუკუნეებით დათარიღებული ნასახლარები, ასევე შუა საუკუნეებით დათარიღებული სამარხები, მსხვერპლშეწირვის ადგილები და ეკლესიის ნანგრევები. ზემოთ აღნიშნული ტური და შემდგომი პიკნიკი ტრადიციად ჰქონდათ ქცეული ბოლნისში მცხოვრებ იმჟამინდელ გერმანელებს(ბოლნისის ძველი სახელი კატარინენფელდი). ისტორიული წყაროების მიხედვით წელიწადში ერთხელ ტარდებოდა სკოლებში ასეთი ტური, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ტურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ტურისტებმა იქონიონ შესაბამისი ფეხსაცმელი და საწვიმარი ლაბადა. ვახშამი გაიმართება სასტუმროში.

- თამარის ხიდის და ალექსანდრეს ხიდის მიმართულებით

ამ ტურის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 კმ-ს. მოგზაურობისას იშლება თვალწარმტაცი ხეობის ხედები ციცაბო ფერდობებით და ულამაზესი ბუნებით. სწორედ ამ მთებში იმალება თამარ მეფის მიერ მე-12 საუკუნეში აშენებული ხიდი. მის ახლოს გაშენებულია ვაშლის მდელოები. ამ მდელოზე ჩვენს სტუმრებს ელოდებათ პიკნიკი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შედარებით რთულად მისასვლელი, დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარე ბევრად უფრო ძველი ქვის ხიდის მონახულება. სავალი გზის დაფარვა იკავებს 2 საათს. ლეგენდის თანახმად ამ ძველი ქვის ხიდით, რომელიც მდებარეობს სომხეთის საზღვართან ახლოს, ალექსანდრე მაკედონელსაც კი უსარგებლია. ვახშამი გაიმართება სასტუმროში.

- ფიტარეთის და ჩულუთის მიმართულებით

დილით მივემგზავრებით მდინარე ხრამის ხეობისაკენ, სადაც მთლიანი ტერიტორია, თავისი ციცაბო ფერდობებით დაფარულია ფოთლოვანი ტყით. რადგან მდინარეზე გადასასვლელი ხიდი მრავალი წლის წინ დაინგრა, ერთადერთი საშუალება მდინარის გადაკვეთისა არის მხოლოდ ჩვენი, სპეციალურად ასეთი პორობებისთვის აღჭურვილი, მერსედესის ფირმის მაღალი განმავლობის მანქანით. მიუხედავად წყლის სიღრმისა, რომელიც სეზონის მიხედვით 1 მ და მეტს აღწევს, ჩვენი Unimog-ით უსაფრთხოდ გადავალთ მეორე ნაპირზე. სადაც შეგვიძლია ვნახოთ კარგად შემონახული ჩულუთის ციხესიმაგრის ნაშთები. მდინარესთან შორი-ახლოს მდელოზე გაიმართება პიკნიკი. სურვილის შეთხვევაში შესაძლებელია Unimog-ით დაახლოებით 7 კმ-ში მდებარე ფიტარეთის ეკლეიის მონახულება. ფიტარეთის ეკლესია აგებულია მე-13 საუკუნეში. გზის სირთულის გამო ტურისტების ძალიან მცირე ჯგუფს ჰქონდათ მანამდე შესაძლებლობა მოენახულებნათ ფიტარეთის მონასტერი.ბერები, რომლებიც ცხოვრობენ მონასტრის მახლობლად, მხოლოდ ვირის და ცხენის დახმარებით იმარაგებენ სურსათ-სანოვაგეს. მსურველს შეუძლია ფეხით, გიდის თანხლებით გაისეირნოს მონასტრამდე. სეზონის მიხედვით ასევე შესაძლებელია მდინარე ხრამში ბანაობა ან თევზაობა.ტურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ტურისტებმა იქონიონ შესაბამისი ფეხსაცმელი და წვიმის ქურთუკი. ვახშამი გაიმართება სასტუმროში.