ისტორია

ბოლნისის ისტორია არის იგივე შვაბი ემიგრანტების ისტორია, რომლებმაც 1817 წელს საკუთარი სამშობლო დატოვეს, იმისათვის რომ კავკასიაში ახალი დასახლებები ჩამოეყალიბებინათ. ერთ-ერთი ამ დასახლებებიდან იყო კატარინენფელდი, წოდებული ვუტემბერგელი დედიფლის მეფე ალექსანდრე I-ის, დის, კატარინას სახელით. ეკონომიკურმა საჭიროებამ და რელიგიურმა იზოლაციამ უბიძგა შვაბებს ამ ნაბიჯისკენ.
პირველი imagesმძიმე წლების შემდეგ რომელიც მოიცავდა ეპიდემიებს, თავდასხმებს და ეკონომიკურ პრობლემებს 19-ე საუკუნეში კატარინენფელდი განვითარდა, ჩამოყალიბდა თანამეგობრობად, ხუთი ფეხბურთის გუნდით, ერთი გერმანული გაზეთით და ერთი სკოლით, ლუთერანული ეკლესიით, მონადირეთა კლუბითა და თეატრის ჯგუფით.
1921 წელს ქალაქი კომუნისტების მიერ ლუქსემბურგად იქნა გადარქმეული. 1941 წელს სტალინმა ყველა გერმანელი რომელიც ქართველზე არ იყო დაქორწინებული, სერბეთში და ყაზახეთში გადაასახლა, სულ 6.000 ადამიანი. 1944 წლიდან ქალაქს ბოლნისი ეწოდა. დღეს დღეობით ბოლნისს ძალიან ცოტა გერმანული წარმოშობის მაცხოვრებელი შემორჩა. ზოგ ადგილას ჯერ კიდევ ამოიცნობა გერმანული არქიტექტურა.
გერმანელი დამაარსებლების მემკვიდრეობა დღეს პატარა მუზეუმში ინახება. 85% – მოსახლეობისა ანუ 17.000 მაცხოვindexრებელი წარმოშობით ქართველია, დანარჩენი უმეტესობა, აზერბაიჯანული წარმოშობის. გერმანელების საპატივცემულოდ ქალაქის ცენტრში ორენოვანი მემორიალური დაფა დგას.
ქალაქი დღეს სოფლის მეურნეობით, ყურძნის გაშენებით და ბოსტნეულის მოყვანით ცხოვრობს.
ბოლნისში მდებარეობს საქართველოს უძველესი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც V საუკუნით თარიღდება. აქ ქვაში წარმართული ელემენტები ამოიცნობა.
MuseumBolnisi_IMG_9861_web

 

ბოლნისში სულ სამი წისქვილი არსებობდა. მათგან ერთ-ერთის ძველ კედლებზე 2010-2013 წლებში ტრადიციული ქართული ქვისა და ხის ახალი სასტუმრო-რესტორანი გერმანული წისქვილი აშენდა. ამ ძველი წისქვილის შესახებ დღეისათვის ცნობები არ არსებობს. შენობა ძველი კატარინენფელდის გეგმის მიხედვით არის აშენებული.